საწყისი გვერდი

 

ჩვენს შესახებ


შემოქ. ინდუსტრია
& ხალხური რეწვა


კულტურული
მემკვიდრეობა


ქართული კულტ.
კვლევის საერთ.
ინიციატივა


საგალერეო
საქმიანობა


გალერეა/სალონი
ისტორიალი

 

ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა

იუნესკოს მიერ აღიარებული აკმ ელემენტების ქსელური კავშირები

დამფინანსებელი: ერაზმუს+ პროგრამა

განხორციელების პერიოდი: 2018-2020

პროექტის შესახებ
___________________________

ევროპა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცნობილია თავისი მრავალფეროვანი კულტურული ღირებულებებით. მათ შორის უმნიშვნელოვანესია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის (აკმ) სფერო, რაც გულისხმობს ევროპელი მოსახლეობის ცოდნას, პრაქტიკასა და ტრადიციებს. აკმ - ს მნიშვნელობა იუნესკომ ოფიციალურად აღიარა 2003 წელს და შექმნა კონვენცია აკმ - ს დაცვის შესახებ, რომელიც ძალაში შევიდა 2006 წელს. აკმ - ს დაცვის კონვენცია ხელს უწყობს რეგიონების მდგრადი განვითარების სხვადასხვა ასპექტს. კულტურული მემკვიდრეობა, შემოქმედებითი ინდუსტრიები, მდგრადი კულტურული ტურიზმი და კულტურული ინფრასტრუქტურა ეხმარება სამუშაო პირობების შექმნასა და შესაძლებლობების განვითარებას. ასევე, აკმ - ს დაცვა პირდაპირ ხელს უწყობს თემებს და ეხმარება როგორც იდენტობის შენარჩუნებას, ასევე კულტურული მრავალფეროვნების, შესაძლებლობების განვითარებასა და შემოქმედებითი  საწარმოების გაძლიერებას.
4 ევროპული ქვეყნის ორგანიზაცია - ლატვია, ესტონეთი, მაკედონია და საქართველო ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის სახით - წარმოადგენდნენ განსხვავებულ კულტურულ ღირებულებებს, რომლებიც შესულია იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში. თითოეული მათგანი სამუსიკო ტრადიციებთან არის დაკავშირებული. პროექტის ფარგლებში ორგანიზაციები თანამშრომლობენ, რათა უზრუნველყონ საკუთარი გამოცდილებების გაზიარება და განსაზღვრონ ინფორმაციის გავრცელების მეთოდები და გზები, რათა მიეწოდოს მათ, ვინც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით მუშაობს ან უშუალოდ ამა თუ იმ ელემენტის მატარებელია. პროექტის პარტნიორებს მიუხედავად სხვადასხვა პროფილისა, აქვთ საერთო მიზნები. აკმ ელემენტების მატარებელები არიან ჩვენი პირდაპირი სამიზნო ჯგუფის წევრები, ყველა ორგანიზაციას კი აქვს მათთან მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება საკუთარ ქვეყანაში. პროექტის ფარგლებში შექმნილი საგანმანათლებლო მასალა და ჩატარებული სემინარები დაეხმარება აკმ - ს მატარებლებს, ხოლო პროექტი არაპირდაპირი გზით ხელს შეუწყობს პარტნიორ ორგანიზაციებს შესაძლებლობების გაუმჯობესებაში. პროექტის მთავარი მიზანი კი სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით მიიღწევა.
სუიტის ფონდი არის კოორდინატორი ორგანიზაცია, რომელიც პროექტის მიმდინარეობასა და მისი აქტივობების იმპლემეტაციას გაუწევს ზედამხედველობას. ასევე, თითოეულ პარტნიორ ორგანიზაციას ეყოლება ადგილობრივი პროექტის მენეჯმეტის ჯგუფი. პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული და შესაძლო მიზნების მიღწევის საკითხები უნდა განიხილოს პარტნიორებთან ერთად ტრანსნაციონალური პროექტის შეხვედრების საშუალებით.
მეთოდებისა და საუკეთესო პრაქტიკების გასაზიარებლად, პროექტის მონაწილე ორგანიზაციებისა და ქვეყნების ჩართულობით ჩატარდება ოთხი ერთობლივი ტრენინგი პარტნიორ ქვეყნებში.

პროექტის შედეგები
___________________________

  1. ონლაინ ბუკლეტი (ერთი საერთო მასალა) - ყველა პარტნიორი ქვეყნის საუკეთესო გამოცდილებებისა და მაგალითების შეჯამება (აკმ - ს მატარებლებისთვის გასაზიარებლად) - თარგმნილი ინგლისურ ენაზე და ყველა პარტნიორი ქვეყნის ენაზე; რომელსაც მოამზადებს პროექტის თითოეული პარტნიორი;
  2. თითოეული პარტნიორი ქვეყნის ეროვნული სისტემის შეჯამება (სულ ოთხი მასალა) აკმ- სთან დაკავშირებით, თითოეული პარტნიორი ორგანიზაციის მეთოდოლოგიის, დაცვასა და ხელშეწყობასთან დაკავშირებით - შექმნილი თითოეული ქვეყნის ენაზე და შემდეგ თარგმნილი ინგლისურად; რომელსაც მოამზადებს თითოეული პროექტის პარტნიორი;
  3. შემოთავაზებები (ერთი ერთობლივი მასალა) განხორციელებისა და ახალი ინოვაციური მეთოდებისა და მიდგომების კუთხით - თარგმნილი ინგლისურ და ყველა პარტნიორი ქვეყნის ენაზე.

შემუშავებული მასალა დაიბეჭდება და, ასევე, ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის ონლაინ და უფასოდ პროექტის პარტნიორების ვებ-გვერდებზე.

ასევე, გათვალისწინებულია ინფორმაციის გავრცელების სხვადასხვა აქტივობები, რომელშიც შედის ადგილობრივი სემინარები პარტნიორ ქვეყნებში, სადაც წარმოდგენილი იქნება პროექტის შედეგები ფართო საზოგადოებისთვის. ამასთანავე, დაგეგმილია სოციალური მედიის (Facebook) და პარტნიორების ვებ-გვერდების გამოყენება პროექტის მიღწევებისა და შექმნილი მასალების გასაზიარებლად

.

 

The programme in progress since 1996

ENG

პროექტის აქტივობები

პუბლიკაცია (იხილეთ pdf)

საქართველო, 2019 წლის ოქტომბერი, მეოთხე ტრენინგი და ტრანსნაციონალური შეხვედრ

მაკედონია, 2019 წლისმარტი.
მეორე ტრენინგი და ტრანსნაციონალური შეხვედრა

2018 წლის ნოემბერი, ლატვია. პროექტის პირველი ერთობლივი ტრენინგი/ ტრანსნაციონალური შეხვედრა.
ტრენინგის პროგრამა მოიცავდა ლექციებს, პრაქტიკულ ტრენინგებს, ასევე აკმ -სთან დაკავშირებული სხვადასხვა ობიექტების დათვალიერებას ლატვიაში

.

საქართველო, თბილისი, ნიკო ნიკოლაძის ქ. 7; ტელ.:995 32 931335; ელ.ფოსტა: gacc@gaccgeorgia.org

©Georgian Arts & Culture Center